20 აპრილი 2024,   11:05
ვრცლად
ძალადობის, გაუპატიურებისა და ძარცვის ბრალდებით დაკავებული ტაქსის მძღოლს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ძალადობის, გაუპატიურებისა და ძარცვის ბრალდებით დაკავებული ტაქსის მძღოლს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

ტაქსის მძღოლმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ პროტესტის ნიშნად შიმშილობის დაწყება დაანონსა.

დაკავებული ბრალს არ აღიარებს. მას ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. ბრალდების მხარე მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.

მომდევნო სასამართლო სხდომა 20 სექტემბერს გაიმართება.

წარსულში ძალადობისთვის ნასამართლევი პირი სამართალდამცველებმა ორი დღის წინ დააკავეს. ტაქსის მძღოლს მგზავრი ქალის გაუპატიურების მცდელობა და გაძარცვა ედება ბრალად.

დღის ამბები