19 აპრილი 2024,   08:06
ვრცლად
სიკვდილის ზონები - მდინარე იორის შენაკადთან კიდევ ორი ადამიანი დაიხრჩო 

ნინო ბათილაშვილი მტკვარში დაკარგულ ძმას ეძებს ორი დღის განმავლობაში ეძებდა. მისი ორი ძმა გუშინ სახლთან ახლოს მდინარეში ცურვისას გაუჩინარდა. უფროსი ძმა მაშველებმა დღეს დილით დამხრჩვალი იპოვეს, მეორეს კი ამ დრომდე ეძებენ. ტერიტორია საბანაო ზონა არ არის, თუმცა იქ არც ამკრძალავი ნიშანი დგას და ბათილაშვილების მსგავსად, ზაფხულში ადგილობრივი მოსახლეობა მდინარეში ხშირად ჩადის.

ამ ადგილზე სამი დღის წინ ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. ტერიტორიაზე, სადაც თბილისის ზღვას მდინარე იორი უერთდება, ყოველ წელს არაერთი ადამიანი იღუპება. აქ არც ამკრძალავი ნიშანი დგას და არც რაიმე ბარიერი, რომ სახიფათო ადგილამდე მისვლა მოქალაქეებმა, განსაკუთრებით კი არასრულწლოვნებმა ვერ შეძლონ.

არასამთავრობო ორგანიზაციები და მშობლები, ვისი შვილებიც ზღვამ იმსხვერპლა, ე.წ. სიკვდილის ზონებში უსაფრთხოების ზომების საკანონმდებლო დონეზე გამკაცრებას ითხოვენ. დღეს ამ მოთხოვნით თბილისის ზღვაზე აქციაც გაიმართა. შეკრებილებმა პროცესში ჩართვა დედაქალაქის მერიას შესთავაზეს.

პრობლემას აღიარებენ დედაქალაქის მერიაშიც. მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ კახი კალაძის ინიციატივით, უახლოეს პერიოდში ყველა სახიფათო ზონაში უნდა დაიდგას ბანერი და გაკეთდეს ჯებირი.

დღის ამბები