23 აპრილი 2019,   17:05
ვრცლად
საოლქო კომისიის წევრები - "ენმ" ცესკო-ს გამჭვირვალე პროცედურის ჩატარებისკენ მოუწოდებს

„ნაციონალური მოძრაობა“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს და საოლქო კომისიებში წევრების დანიშვნის გამჭვირვალე პროცედურისკენ მოუწოდებს.

დავით კირთაძის განცხადებით, კომისიის წევრები ე.წ. CV-ის ნაცვლად, გასაუბრების საფუძველზე უნდა შეარჩიონ და პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციებიც დააკვირდნენ.

„მოვუწოდებ, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რათა ხვალ დილით, 11 საათიდან, დავიწყოთ ამ კონკურსანტებთან შეხვედრა, რათა შეირჩეს გამოცდილი და კვალიფიციური კადრები, რომლებიც იქნებიან აუცილებლად მიუკერძოებლები,“ - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა დავით კირთაძემ.

საარჩევნო ადმინისტრაცია ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა უწყებაში განმარტავენ, რომ კანონში არ არსებობს მოთხოვნა წევრების გასაუბრების საფუძველზე შერჩევასთან დაკავშირებით.

დღის ამბები