23 აპრილი 2019,   13:05
ვრცლად
შეგვიძლია დაგემშვიდობოთ, ქალბატონო თეა - საგამოძიებო კომისიას იუსტიციის მინისტრთან ერთადერთი კითხვა აღმოაჩნდა

საგამოძიებო კომისიას იუსტიციის მინისტრთან ერთადერთი კითხვა აღმოაჩნდა.
კომისიის ერთადერთი წევრი ოთარ კახიძე დაინტერსდა, მინისტრი ისევ ფიქრობს თუ არა, რომ მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე არ უნდა გადამდგარიყო.

კითხვაზე წულუკიანის პასუხი იყო: "რა თქმა უნდა ვეთანხმები“, ამ პასუხის შემდეგ კახიძემ კომისიის თავმჯდომარეს განუცხადა, რომ მეტი კითხვა აღარ ჰქონდა.

კითხვები არ აღმოაჩნდათ არც კომისიის სხვა წევრებს. რის გამოც სერგი კაპანაძე იუსტიციის მინისტრს დაემშვიდობა და 5 წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

საგამოძიებო კომისიის ფარგლებში შს მინისტრი და ყოფილი მთავარი პროკურორი კომისიის წევრების კითხვებს 5 საათზე მეტხანს პასუხობდნენ.

დღის ამბები