19 აპრილი 2024,   12:35
ვრცლად
თეა წულუკიანი ნინო გვენეტაძეს გადადგომის შემდეგ ესაუბრა - მინისტრი საუბრის შინაარს ასაჯაროებს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უზენაესი სასამართლოს უკვე ყოფილ თავმჯდომარეს ესაუბრა. განცხადება ამის შესახებ ჟურნალისტებთან თავად თეა წულუკიანმა გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ნინო გვენეტაძესთან მოკლე ტექსტური სეტყობინებებით ისაუბრა.

„მხოლოდ ტექსტური შეტყობინებით მან მითხრა, რომ ყველაფერი რიგზე მექნება, არ იდარდო და ჩვენ იმედი მაქვს, რომ უფრო გრძლად შევხვდებით და გავისაუბრებთ,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, ნინო გვენეტაძის ჩანაცვლება მარტივი არ იქნება, რადგან სისხლის სამართლის პალატაში ის ყველაზე სამართლიანი და კომპეტენტური ადამიანი იყო.

„ის, თუ როგორი მოხდება მენეჯმენტი ამ დანაკლისის შესავსებად იმისთვის, რომ სისხლის სამართლის საქმეების განხილვა არ შეჩერდეს, არ შენელდეს უზენაეს სასამართლოს პალატაში, ეს არ არის და ვერ იქნება იუსტიციის მინისტრის საქმე, ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, როგორც მენეჯერი ორგანოს მოსაგვარებელი საკითხი,“ - განაცხადა მინისტრმა. 

ნინო გვენეტაძის გადადგომის შესახებ ცნობილი გუშინ გახდა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

გვენეტაძის გადადგომასთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელების შემდეგ პრეზიდენტმა დააანონსა, რომ ორშაბათიდან დაიწყება კონსულტაციები ახალი თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით.

დღის ამბები