20 აპრილი 2019,   15:34
ვრცლად
საგანგებო სიტუაციების სამსახური მყინვარ ლეხზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მესტიაში, მყინვარ ლეხზირიდან ჩამოშლილმა მთის მასამ, წყლის დაგუბება გამოიწვია. ადგილზე ვითარების შესაფასებლად შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული. პრევენციის მიზნით, გადაკეტილია ხეობისკენ მიმავალი გზა და მიმდინარეობს ადგილზე არსებული ვითარების შესწავლა.

უწყებაში აცხადებენ, რომ მთის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა, ასევე არ მიუღიათ ინფორმაცია დაკარგულების შესახებ.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით ვითარება კონტროლს ექვემდებარება,  არცერთი მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

უწყებაში გაკეთებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მესტიაში, მყინვარ ლეხზირიდან ჩამოშლილმა ყინულის მასამ წყლის დაგუბება გამოიწვია. ვითარების შესაფასებლად ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. პრევენციის მიზნით, გადაკეტილია ხეობისკენ მიმავალი გზა და მიმდინარეობს ადგილზე არსებული ვითარების შესწავლა. ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, შსს-ს, გარემოს ეროვნული სააგენტოს და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები.

"მთის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაკარგულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით, ადგილზე ტარდება ყველა შესაბამისი ღონისძიება.

"ვითარება ექვემდებარება კონტროლს, არცერთი მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, სიტუაციის გართულების შემთხვევაში, მზად არის მოახდინოს მყისიერი რეაგირება,“- აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

 

დღის ამბები