17 აგვისტო 2019,   18:00
ვრცლად
მიზანი, ძალისმიერი ზეწოლის მოხდენაა - რუსეთი საქართველოში მიმდინარე ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნებს ეხმაურება 

მოსკოვში მიაჩნიათ, რომ ნატოს წვრთნების რეალური მიზანი, რუსეთზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე ძალისმიერი ზეწოლის მოხდენაა. ამის რეალური შედეგი კი მილიტარისტული განწყობის წახალისება და დაძაბულობის ესკალაციაა.

ასე ეხმაურება რუსეთი საქართველოში მიმდინარე ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნებს. განცხადება ამ თემაზე რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა.

მარია ზახაროვას თქმით, მოსკოვი არ ეთანხმება თბილისის პოზიციას, რომ სამხედრო წვრთნები " ღირსეული პარტნიორი" შავიზღვისპირეთის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფას ემსახურება.

"ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი შავი ზღვისპირეთის რეგიონში პროვოკაციურ და დესტაბილიზაციურ ქმედებებს განაგრძობს. პირველ აგვისტოს დაწყებული მრავალეროვნული სწავლება საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება. ვერ დავეთანხმებით განცხადებებს მათ შორის რომელიც საქართველოს თავდაცვის უწყებამ გააკეთა, რომ ეს სწავლება შავი ზღვის პირეთის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობაზეა მიმართული. სტაბილურობა და უსაფრთხოება - არის კონსტრუქციული დიალოგი და არა ტანკები და ვერტმფრენები. ცხადია რომ სწავლების რეალური ამოცანას წარმოადგენს ძალისმიერი ზეწოლის მოხდენას პირველ რიგში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე და ასევე რუსეთზე. რეალური შედეგი კი მილიტარისტული განწყობის წახალისება და დაძაბულობის ესკალაციაა. სამწუხაროა რომ სხვადასხვა საბაბით ამ საეჭვო ღონისძიებაში საქართველოს მეზობელი ქვეყნებიც აღმოჩნდნენ ჩართულები," - განაცხადა მარია ზახაროვამ

დღის ამბები