19 აპრილი 2024,   04:36
ვრცლად
მათ არ გამოუვიდათ სპექტაკლი - მამუკა მდინარაძე საგამოძიებო კომისიაში წულუკიანის გამოკითხვაზე საუბრობს

საპარლამენტო უმრავლესობაში ტეა წულუკიანის რამდენიმეწუთიანი გამოკითხვის პროცესს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ოპოზიციას სპექტაკლის დადგმა არ გამოუვიდა.

„კითხვები იქნებოდა იუსტიციის მინისტრთან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მათ დღეს დადგმული სპექტაკლი გამოუვიდოდათ, ლოგიკა მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ მათ ეს სპექტაკლი არ გამოუვიდათ, ამიტომ ჩავარდნენ  ცაიტნოტში და კითხვები ვეღარ, აღარ დაუსვეს თეა წულუკიანს,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო კომისიას იუსტიციის მინისტრთან ერთადერთი კითხვა აღმოაჩნდა. კომისიის ერთადერთი წევრი ოთარ კახიძე დაინტერსდა, მინისტრი ისევ ფიქრობს თუ არა, რომ მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე არ უნდა გადამდგარიყო.

კითხვაზე წულუკიანის პასუხი იყო: "რა თქმა უნდა ვეთანხმები,“ ამ პასუხის შემდეგ კახიძემ კომისიის თავმჯდომარეს განუცხადა, რომ მეტი კითხვა აღარ ჰქონდა. კითხვები არ აღმოაჩნდათ არც კომისიის სხვა წევრებს. რის გამოც სერგი კაპანაძე იუსტიციის მინისტრს დაემშვიდობა. 

დღის ამბები