19 აპრილი 2024,   08:28
ვრცლად
„რუსეთი ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას გარკვეული კრიტიკით ხვდება," - ცქიტიშვილი ზახაროვას განცხადების შესახებ საუბრობს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებას, უმრავლესობის შეფასება მოჰყვა. რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელის, მარია ზახაროვას განცხადების თანახმად, მოსკოვში მიაჩნიათ, რომ ნატოს წვრთნების რეალური მიზანი რუსეთზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე ძალისმიერი ზეწოლის მოხდენაა. 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ საქართველო აგრძელებს ნატოში ინტეგრაციის გზაზე სვლას.

„რუსეთი ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას გარკვეული კრიტიკით ხვდება და ეს მათი ესეთი დამოკიდებულება. ჩვენ, ჩვენ გზას ვაგრძელებთ, ჩვენი ამოცანები გვაქვს, ჩვენი თავდაცვის უსაფრთხოების სისტემის განმტკიცება, გაძლიერება - ეს არის ჩვენი პრინციპული ამოცანა, როგორც თითოეული მოქალაქისთვის, ისე ზოგადად ქვეყნის კუთხით. რეგიონალური უსაფრთხოების კუთხით ვთანამშრომლობთ ნატოსთან, ნატოს წევრ ქვეყნებთან და ჩვენს პარტნიორებთან და ამას ვაგრძელებთ. ეს თავისთავად არ ნიშნავს რამე აგრესიული  და მილიტარისტულ პოლიტიკას, ეს ბუნებრივია. ეს ნიშნავს იმ გამოწვევების წინააღმდეგ ერთიან, კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის ნაწილად ქცევას საქართველოსი, რომლის წინაშეც მსოფლიო დგას. ეს არის ჩვენი ნატოში ინტეგრაციის გზა და ამოცანა, ხოლო რაც შეეხება აფხაზეთთან და ოსეთთან, ჩვენ მათთან სულ სხვა, სამშვიდობო პოლიტიკა გვაქვს და ეს პოლიტიკაც, ასევე გაცხადებულია. რუსეთს უნდა ხელოვნურად გააიგივოს ეს ორი, რაც დაუშვებელია და რაც არასწორია,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

დღის ამბები