25 აპრილი 2024,   21:04
ვრცლად
სოფელ ხიდისთავის გამგებლის სკანდალი - დავით ვასაძეს ადგილობრივები სხვისი საპენსიო ბარათიდან თანხის მოხსნაში ადანაშაულებენ 

სოფელ ხიდისთავის გამგებელს ადგილობრივები უჩივიან. კალანდაძეები დავით ვასაძეს მათი ოჯახის წევრის საპენსიო ბარათით სარგებლობასა და თანხის მოხსნაში ადანაშაულებენ.

600 ლარამდე თანხა, გამგებელმა მას შემდეგ დააბრუნა, რაც კალანდაძეები მიხვდნენ, რომ ფული მალულად იყო მოხსნილი და ამბის გახმაურებით დაემუქრნენ. ოჯახმა არ იცის, რაში დაჭირდა გამგებელს დიალიზზე მყოფი მერაბ კალანდაძის საპენსიო ბარათი. თავად გამგებელი ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

სხვისი საპენსიო ბარათით შესაძლო სარგებლობის თაობაზე ინფორმაცია აქვს ჩოხატაუარის მერს. ირაკლი კუჭავა "კურიერთან" პირობას დებს, რომ ამ ფაქტზე მოკვლევას კიდევ ერთხელ ჩაატარებენ.

დავით ვასაძეს მოსწავლეებისთვის ფულის გამორთმევაშიც ადანაშაულებენ. ხიდისთავში ყვებიან, რომ გამგებელმა რამდენიმე მაღალკლასელს ონლაინ ბანკიდან სწრაფი სესხი ააღებინა და ამ თანხითაც თავად ისარგებლა. ამ ინფორმაციას არ ადასტურებს სკოლის დირექტორი.

ავტორი: ლადო მენაბდე, ნინო გაზდელიანი 

დღის ამბები