24 აპრილი 2019,   14:59
ვრცლად
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს აჭარაში განაგრძობს

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.

გრიგოლ ვაშაძემ გუნდთან ერთად აჭრაში პირველი შეხვედრები ყველაზე მაღალმთიანი ხულოს რაიონიდან დაიწყო.

პრეზიდენტობის კანდიდატი თავდაპირველად რაიონულ ცენტრში იმ ადგილობრივებს გაესაუბრა, რომლებიც თუთუნის წარმოებით არიან დაკავებულები.

გრიგოლ ვაშაძე, თაკო ჩარკვიანი, მურმან დუმბაძე და ლევან ვარშალომიძე პარასკევის ლოცვიდან გამოსულ ღორჯომის ხეობის მოსახლეობას შეხვდნენ და წინასაარჩევნო პროგრამაც გააცნეს.

„ჩემი ამ კამპანიაში მონაწილეობის მიღების მთავარი მიზეზი, მთავარი მიზანი არის ერთადერთი, საქართველოში მოისპოს სიღარიბე, საქართველოში მოისპოს სიდუხჭირე, საქართველოში იყოს სამუშაო ადგილები და საქართველოდან ქართველ ახალგაზრდობას არ დასჭირდეს ემიგრაციაში წასვლა იმისთვის, რომ სამუშაო იპოვოს,“ - განაცხადა ვაშაძემ.

დღის ამბები