19 აპრილი 2024,   10:43
ვრცლად
გაუსაძლისი სიცხეების შემდეგ ნიუ-ჰემპშირს შტორმი დაატყდა

გაუსაძლისი სიცხეების შემდეგ ნიუ-ჰემპშირს შტორმი დაატყდა. სტიქიამ ქალაქს გადაუარა, სადაც გადაუღებელ წვიმას ძლიერი წყალდიდობა მოჰყვა. დაიტბორა ქუჩები და შენობა-ნაგებობები.

წყლის დონემ დატბორილ ქალაქში ნახევარ მეტრს გადააჭარბა. ადგილობრივები ყვებიან, რომ მოულოდნელად მოვარდნილმა წყალმა ქუჩებიდან მანქანები გაიტაცა.

ხალხს საკუთარი სახლების მიტოვება მოუხდა. დაზარალებულ დასახლებაში სამაშველო-საევაკუაციო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველებს მოსახლეობა დროებით თავშესაფრებში გადაჰყავთ.

დღის ამბები