20 აპრილი 2024,   07:49
ვრცლად
ერდოღანი შეერთებულ შტატებს საპასუხო სანქციებით ემუქრება
რეჯეპ ტაიპ ერდოღანი შეერთებულ შტატებს საპასუხო სანქციებით ემუქრება. თურქეთის პრეზიდენტი, ამერიკელი პასტორის დაპატიმრების გამო, თურქი მინისტრებისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდ ამერიკელი მინისტრების აქტივების დაყადაღებას გეგმავს.
 
შესაბამისი უწყებები უკვე არკვევენ, ფლობენ თუ არა შეერთებული შტატების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები აქტივებს თურქეთში. მათი აღმოჩენის შემთხვევაში, პრეზიდენტი დაყადაღების განკარგულებას გასცემს.
 
რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ პოლიტიკური და სასამართლო დავების ეკონომიკურ სიბრტყეში გადატანა დაუშვებელია და არ სურს ორივე მხარესთვის წამგებიანი თამაშის დაწყება.
 
ერდოღანი იმედს გამოთქვამს, რომ ანკარა და ვაშინგტონი სადავო საკითხებს დროულად მოაგვარებენ. 
დღის ამბები