24 აპრილი 2024,   09:44
ვრცლად
ზღვაზე მოსალოდნელი შტორმის გამო, ბანაობა აიკრძალა

დღეს ზღვაზე მოსალოდნელი შტორმის გამო, ბანაობა აიკრძალა.

ამასთან დაკავშირებით განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში, ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება. აკრძალვა მოქმედებს 5 აგვისტოს 10:00 საათამდე. გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები,“ - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში. 

დღის ამბები