16 აპრილი 2024,   18:29
ვრცლად
რამზან კადიროვთან დაახლოებული მუსა ხანგოშვილი თბილისში დააკავეს

ჩეჩნეთის პრეზიდენტთან, რამზან კადიროვთან, დაახლოებული მუსა ხანგოშვილი თბილისში დააკავეს. მას 7-დან  11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ხანგოშვილი საქართველოში წლების განმავლობაში არ ჩამოდიოდა, ის გროზნოში ცხოვრობდა და საქართველოს საზღვარი რამდენიმე დღის წინ გადმოკვეთა.

მუსა ხანგოშვილთან რუსთავი2-მა ინტერვიუ ორი დღის წინ ჩაწერა. ორი დღის წინ ხანგოშვილი დეტალურად ყვებოდა იმ ინციდენტის შესახებ, რომელიც ახმეტის პოლიციაში მოხდა. ხანგოშვილი პოლიციაში იარაღით იმუქრებოდა და სამართალდამცველებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

მოგვიანებით ის დააკავეს, თუმცა, მალვე გათავისუფლდა. ორი დღის წინ ჩაწერილ ინტერვიუში ხანგოშვილი უარყოფდა, რომ პოლიციაში იარაღით იმუქრებოდა. 

„მე მივედი ჩემს ძმაკაცთან, თემო არაბულთა, რომელიც არის კაცი. ეგ ჩემს ნათესავთან მომივიდა. იარაღი ვისა აქვს, გიჟი ხომ არ ხარ... ადმინისტრაციულით გამომიშვეს, რომ ვაგინე ჩემს ძმებს, ადმინისტრაციული 2000 ლარიო და მეტი არაა პრობლემაო,“ - ამბობს მუსა ხანგოშვილი.

ხანგოშვილი რამზან კადიროვთან მეგობრობაზეც დეტალურად საუბრობს. ის ამბობს, რომ კადიროვის პოლიტიკა და შეხედულებები მისთვის მისაღებია. მისივე თქმით, კადიროვს საქართველოსთან დაკავშირებითაც მეგობრული განწყობა აქვს. 

 „სურათი ახლაც მიკიდია მანქანაში. მე და რამზანა ძმაკაცები ვართ, ძმები ვართ. რამზანას არავინ გამოუგზავნია. რამზანა არის საქართველოს, მსოფლიოს მოყვარული პიროვნება, ვისაც უნდა მშვიდობა. კადიროვის გულისთვის თავს მოვიკლავ, ეს იცოდეთ. ეს ჩვენი მეგობრობა მოდის მამამისიდან. აგვისტოს ომთან კი თქვა, მაგრამ კადიროვის დამოკიდებულება საქართველოსთან არის ძმური,“ - ამბობს ხანგოშვილი.

დღის ამბები