10 დეკემბერი 2019,   11:49
ვრცლად
ცესკოს სხდომა ენმ-ის წევრმა, დავით კირთაძემ, პროტესტის ნიშნად დატოვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დავით კირთაძემ, პროტესტის ნიშნად დატოვა.

ის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის გადავადებას ითხოვდა, რადგან მისი თქმით, მხოლოდ ყველა კანდიდატთან ინდივიდუალური გასაუბრების შემდეგ უნდა მოხდეს კომისიის დაკომპლექტება.

„ცდილობენ, რომ ყველა დონის კომისია დაემსგავსოს ქართული ოცნების საარჩევნო შტაბს, ამიტომ ამ ფარსში მე მონაწილეობას არ მივიღებ. კონკურსანტი იყო 174 მსურველი. ფიზიკურად არ მოხერხდა ამ ადამიანებზე სრული ინფორმაციის შესწავლა, ამიტომ დრო ვითხოვე, რომ მათთვისაც მნიშვნელოვანი იყო, ალბათ, რომ მეტად გაცნობოდნენ, თუმცა, მათ გააჩნიათ პირდაპირ მოწოდებული სია, რის საშუალებითაც სულ არ უნდათ მათი CV-ების შესწავლა. პირდაპირ არჩეულები იქნებიან, ვინც სჭირდებათ ქართული ოცნების არჩევნებისთვის,“ - განაცხადა დავით კირთაძემ.

თუმცა, საარჩევნო ადმინისტრაციამ კირთაძეს უარი უთხრა. ამ წუთებში კი სხდომაზე წარდგენილ კანდიდატებს კენჭი უნდა უყარონ. 

დღის ამბები