25 აპრილი 2024,   15:19
ვრცლად
თუშეთობა 2018 - მუსიკალურ მხარეზე სოფო ბათილაშვილმა, ნიკოლოზ რაჭველმა და ზვიად ბოლქვაძემ იზრუნეს

ომალოში დღეს სახალხო დღესასწაულია. უკვე მეათე წელია, აქ მეცხვარის დღეს აღნიშნავენ და უკვე მეათე წელია. წლის საუკეთესო მეცხვარესაც ასახელებენ. გამონაკლისი არც წელს ყოფილა.

დღეს დილიდან ომალო უამრავ სტუმარს და უცხოელ ვიზიტორს მასპინძლობდა. გაიმართა ხრიდოლი, დოღი, ტრადიციული თუშური კერძების მომზადება კი სტუმრებსაც შეეძლოთ, გამოიფინა ხალხური რეწვის და ხელოვნების ნიმუშები.

მუსიკალურ მხარეზე და სტუმრების განწყობაზე კი რუსთავი2-ის ყველაზე ქართული პროექტის მხოლოდ ქართულის გამარჯვებულმა - სოფო ბათილაშვილმა, ნიკოლოზ რაჭველმა და ზვიად ბოლქვაძემ იზრუნეს.

თუშეთობა 2018 დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

დღის ამბები