25 აპრილი 2024,   15:38
ვრცლად
შეიძლება, მეუფე შიოს არ აძლევენ საშუალებას, რომ დაინტერესდეს - დეკანოზი გიორგი მამალაძე ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს

„რეალურად ვინც უნდა ინტერესდებოდეს, ისიც ერთხელ მხოლოდ მასმედიის ზეწოლის შედეგად იყო მოსული, მეუფე დიმიტრი," - ამბობს ე.წ. "ციანიდის საქმეზე" მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე.

დეკანოზი კურიერთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ის ყველა მაღალი იერარქიის სასულიერო პირს მოუწოდებს, შევიდნენ მასთან საკანში, რადგან მზად არის, ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

დეკანოზისთვის გაუგებარია, რატომ არ ინტერესდება მისი საქმით პატრიარქის თანამოსაყდრე. მამა გიორგი მამალაძე არ გამორიცხავს, რომ კონკრეტული პირები მეუფე შიოზეც ახდენენ გავლენას.

"მე ყველა მღვდელმთავარს მოვუწოდე შემოსვლა და ნებისმიერი კითხვის დასმა ამ სიაში შედის მეუფე შიოც. შეიძლება, არ აძლევენ საშუალებას, რომ დაინტერესდეს,“ - განაცხადა დეკანოზმა.

შეკითხვაზე, ხომ არ ახდენენ გავლენას მეუფე შიოზეც მეუფე იაკობი და პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა ბუგიანაშვილი, დეკანოზი პასუხობს, რომ არაფერია გამორიცხული.

დეკანოზი ამბობს, რომ ის გაჩუმებას არ აპირებს და საპყრობილის დატოვების შემდეგ ყველა დეტალზე ისაუბრებს.

„მე მარტო მეუფე გრიგოლს არ ვესაუბრე, ეს შიდასაეკლესიო საკითხია და ჩემი გათავისუფლების შემდეგ ვისაუბრებ. მე არ ვაპირებ გაჩუმებას, მიუხედავად იმისა, რომ არის შემოთავაზება დავტოვო საქართველო, მაგრამ მე არ ვაპირებ არსად გაქცევას და მე არ ვიყიდები,“ - ამბობს დეკანოზი.

დღის ამბები