23 აპრილი 2024,   16:26
ვრცლად
საინჟინრო სწავლება „დასავლეთის ზღუდე 2018“ - ჯარისკაცებმა სპეციალური სწავლება გაიარეს

საინჟინრო სწავლება „დასავლეთის ზღუდე 2018“ ჯარისკაცებმა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობაში სპეციალური სწავლება გაიარეს.

სიტუაციური წვრთნების დასკვნით ნაწილში, საინჟინრო მესანგრეთა ბატალიონმა და სხვა ქვედანაყოფებმა წვრთნა ხონში, VI საარტილერიო ბრიგადის პოლიგონზე ჩაატარეს.

წვრთნების მიზანი კომბინირებული მოქმედებებით ქვედანაყოფების კოორდინირების ამაღლებაა. სწავლების დასასრულს, სამხედრო მოსამსახურეებს მედლები, საპატიო სიგელები გადაეცათ.

„სწავლებაში მოხდა ქვეითი ქვედანაყოფების და საინჟინრო ქვედანაყოფების ურთიერთშერწყმა და იმ დავალებების პრაქტიკულად განხორციელება, რაც რეალურ მდგომარეობაში მოუწევთ ორივე გვარეობის ქვედანაყოფებს. ასეთი სწავლებები ემსახურება იმ საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას, რაც საჭიროა ჩვენი შეიარაღებული ძალებისათვის,“ - განაცხადა ბრიგადის გენერალმა, სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალმა გიორგი მათიაშვილმა.

დღის ამბები