19 აპრილი 2024,   15:44
ვრცლად
"SHE-ROES" - აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით ახალი ფოტო წიგნი გამოიცა

"SHE-ROES" - ანუ ქალი გმირები -  აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით ახალი ფოტო წიგნი გამოიცა. მისი გაცნობა საზოგადოებისთვის ავტორებმა დინა ოგანოვამ და სალომე ბენიძემ ერგნეთიდან დაიწყეს.

პრეზენტაცია ომის მუზეუმში გაიმართა და მას წიგნის მთავარი გმირი ქალები ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდა.

ფოტო წიგნი იმ შეუპოვარ და მამაც ქალბატონებს ეძღვნებათ, რომლებმაც აგვისტოს ომის ცხელ დღეებში არაერთი სიცოცხლე გადაარჩინეს და დღემდე საქართველოს დეოკუპაციისთვის იბრძვიან. ერგნეთის შემდეგ წიგნის წარდგენა გორში, ტყვიავსა და თბილისშიც იგეგმება. 

დღის ამბები