25 აპრილი 2024,   09:24
ვრცლად
ლეხ კაჩინსკის მიერ თბილისში წარმოთქმული სიტყვები 10 წლის შემდეგაც აქტუალურია - პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ვიზიტამდე  აგვისტოს ომის 10 წლის თავისათვის განცხადება გაავრცელა.

უწყების შეფასებით, 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთის აგრესიის შესახებ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის მიერ თბილისში წარმოთქმული სიტყვები 10 წლის შემდეგაც აქტუალურია და საქართველოს განუყოფელი ნაწილი - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ამ დრომდე რუსეთს აქვს ოკუპირებული.

"ეს ფაქტები ხაზს უსვამს იმ მთავარ როლს, რომელსაც საერთაშორისო ნორმების პატივისცემაზე დაფუძნებული სოლიდარობა ასრულებს უსაფრთხოებისა და წესრიგის შენარჩუნებაში ევროპასა და მთელს მსოფლიოში," -  წერია განცხადებაში.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ლიდერების ერთობლივი ვიზიტი თბილისში ამ პრიორიტეტების მიმართ პარტნიორების ერთგულების დადასტურებაა.

დღის ამბები