18 აპრილი 2024,   23:56
ვრცლად
ხელისუფლების მისამართით გავრცელებული მუქარის შემცველი ვიდეო - პარლამენტარები ვიდეოს შესწავლას ელოდებიან

ISIS-ის ქართული დაჯგუფების მიერ მუქარის შემცველი ვიდეოს გავრცელებას საქართველოს პარლამენტის წევრები ეხმაურებიან.

პარლამენტარების თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღნიშნული საქმე უნდა გამოიძიოს და ექპერტიზა უნდა ჩაუტარდეს ვიდეოს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ქართული ოცნების წევრის, გიორგი ვოლსკის, თქმით, ტერორიზმის საფრთხეს უსაფრთხოების სამსახური პროფესიონალურად უნდა უდგებოდეს.

„მე ვფიქრობ, რომ ამ პროფესიონალიზმში ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები არ ჩამორჩებიან საერთაშორისო მოწინავე ქვეყნების სტანდარტს,“ - განაცხადა გიორგი ვოსლკიმ.

საპარლამენტო უმცირესობის მდივანი, ფრაქცია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრი, ირაკლი აბესაძე, აცხადებს, რომ სუს-ს ამ საფრთხეების გასანეიტრალებლად მეტი რესურსი სჭირდება.

„ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება ექსპერტიზა, გამოძიება, მაგრამ ზოგადად, სუს-ს სჭირდება უფრო მეტად კონცენტრირება სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, უფრო მეტი რესურსი მიზანმიმართული დახარჯვა ამ საფრთხეების გასანეიტრალებლად, ნაცვლად იმისა, რომ ეს რესურსები და სახელმწიფო ფინანსები თუ ადამიანური რესურსები იხარჯებოდეს გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებზე,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფო საქართველოს ემუქრება.

ვიდეომიმართვას პალიტრანიუსი ავრცელებს.

სააგენტოს მტკიცებით, მათ ხელში ჩაუვარდათ ვიდეო, ქართული ტიტრებით, რომელიც ისლამური სახელმწიფოს მიმდევრების დამზადებულია და ამ ვიდეოში ISIS საქართველოს ხელისუფლება შურისძიებით ემუქრება.

დღის ამბები