19 აპრილი 2024,   07:39
ვრცლად
ტრაგედია ტყიბულის შახტში - ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე შახტში აირის გაჟონვა მოხდა, რაც დაკავებულებისთვის ცნობილი იყო

ტყიბულის ტრაგედიიდან 5 თვის შემდეგ გამოძიებამ დღეს 6 ადამიანი დააკავა. საქნახშირის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების ნაწილი, პირდაპირ შახტიდან აიყვანეს, ნაწილი კი პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ დააკავეს.

ბრალი უკვე წაუყენეს შახტის ყოფილ დირექტორს, აკაკი ახვლედიანს, უბნის ყოფილ უფროსს, მამული კუბლაშვილს, შახტის მთავარ ინჟინერს, გიზო კირკიტაძეს და 3 მუშას.

ოფიციალური ვერსიით, მათი სავარაუდო დანაშაული არასწორად დაგეგმილი სამუშაოებია.

შახტის ამჟამინდელი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ 5 აპრილს, როდესაც ტრაგედია დატრიალდა, აფეთქების და ბურღვის სამუშაოები არ უნდა ჩატარებულიყო, რადგან იმ დღეს მიწის ქვეშ წინასწარი ინფორმაციით აირის გაჟონვა მოხდა, სწორედ ამის გამო დატრიალდა ტრაგედია რასაც 6 ადამიანი ემსხვერპლა.

კიდევ ერთი ბრალდებულის დაკავება 16 ივლისს მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება, როცა შახტში 4 ადამიანი გარდაიცვალა, 6 კი მძიმედ დაშავდა.

შვიდივე პირს ბრალი უსაფრთხოების წესების დარღვევაში ედება. გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულებმა დაარღვიეს ყველა ნორმა, რომლის მიხედვითაც, შახტაში მუშაობა კატეგორიულად იკრძალებოდა. ტრაგედიამდე ყველა დაკავებულისთვის ცნობილი იყო, რომ ჭერი გამაგრებული არ იყო, თუმცა, არცერთ პასუხისმგებელ პირს ეს ფაქტი არ გაუთვალისწინებია.

ამავე თემაზე
დღის ამბები