23 აპრილი 2024,   12:12
ვრცლად
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მედიკამენტების ექსპორტის მცდელობის ფაქტი გამოავლინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით მედიკამენტის ექსპორტის მცდელობის ფაქტი გამოავლინა.

გამოძიების ინფორმაციით, მედიკამენტების რეალიზატორმა კომპანიამ, 2018 წლის  2 აგვისტოს საქართველოდან ცენტრალურ აზიაში, კერძოდ უზბეკეთში კუსტარულად, პირობების დარღვევით, მოახდინა ყველა ფლაკონის გადაფუთვა და ეტიკეტირება. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ექსპორტის საბაჟო რეჟიმში საბაჟოზე წარადგინა გენეტიკური დაავადებით, ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა სამკურნალოდ განკუთვნილი 335’280 დოლარის ღირებულების მედიკამენტი "ემოკლოტის", 1524 ფლაკონი“- აცხადებენ უწყებაში.

დღის ამბები