23 აპრილი 2024,   13:33
ვრცლად
ტრაგედია მინდელის შახტში - დაკავებულებს ბრალს ამ წუთებში აცნობენ

ქუთაისის პოლიციის სამმართველოში ტყიბულის შახტებში მომხდარ ტრაგედიებთან დაკავშირებით დაკავებულებისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს. პროცესს დაკავებულების ადვოკატებიც ესწრებიან.

გამოძიების ინფორმაციით, შვიდივე დაკავებულს ჰქონდა ინფორმაცია, რომ შახტების იმ მონაკვეთებზე, სადაც ტრაგედია დატრიალდა, სამუშაოების წარმოება არ შეიძლებოდა.

ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

დღის ამბები