18 აპრილი 2024,   08:35
ვრცლად
ოთხი წლის გოგონას სასტიკი მკვლელობა - ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 4 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული უზბეკეთის მოქალაქის წინასასამართლო პროცესი გაიმართა. სარა მირბობოიევა ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

მან პროცესში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

„დღესაც, მან ისარგებლა დუმილის უფლებით, მინდა დავამატო, ერთიც, რომ მოცემულ საქმეზე იყო დანიშნული სასამართლო, სამედიცინო, ფსიქიატრიული ექსპერტიზა და ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დღეის მდგომარეობით, ის არის შეურაცხადი და ქმედების ჩადენის დროს იყო შერაცხადი. ასეთი დასკვნა დაიდო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე,“ - განაცხადა ადვოკატმა ლაშა რომანიძემ.

მას წინასწარი პატიმრობა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა შეუფარდა.

4 წლის გოგონა დედამ მეგობარს დაუტოვა. გამოძიების ინფორმაციით, პატარა ცემით მოკლა და ცხედარი პოლიციის განყოფილებასთან თავად ბრალდებულმა დატოვა. მას ბრალის დადასტურების შემთხვევაში 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

„ცხედარი არ იყო საშინელ მდგომარეობაში, სულ დაშავებული. ვინც ჩააცვა ჩვენ სიახლოვესაც ვერ მივედით. მაგას არც ერთი ადამიანი არ იზამს. ალბათ, მხეციც კი არა. ნაწამები, მხარი მოტეხილი, ტუჩი გახეთქილი და მთელი ტანი დაშავებული,“ - აღნიშნა ოჯახის ახლობელმა, თამარ ახალაძემ.

დღის ამბები