19 აპრილი 2024,   02:44
ვრცლად
"საქნახშირის“ დაკავებულ თანამშრომლებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

საქნახშირის“ დაკავებულ თანამშრომლებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

საქმე ეხება 2018 წლის აპრილში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. 

ბრალდებულები დროებითი მოთავსების იზოლატორში უკვე მოინახულეს ადვოკატებმა, რომელთა თქმით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებენ.

ამასთან, ადვოკატის თქმით, ბრალდებულებს იურიდიული დახმარებით თავად კომპანია საქნახშირი უზრუნველყოფს. 

ადვოკატები არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ დღესვე იმსჯელოს. 

დღის ამბები