17 ივნისი 2019,   17:48
ვრცლად
საგამოძიებო კომისია გლდანის ციხეში "ხორავას ქუჩის" საქმეზე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებულებს კითხავს

"ხორავას ქუჩის" საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულებთან კითხვები ერთ-ერთი მსჯავრდებულის გადამალვის თაობაზე ექნებათ.

ამის შესახებ განცხადება კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ, ჟურნალისტებთან გლდანის მე-8 დაწესებულებაში შესვლამდე გააკეთა.

"საგამოძიებო კომისია, პრაქტიკულად, ბოლოში გავიდა იმ ნაწილში, რაც ახსნა-განმარტებების მიღებას და ამ მოწმეების გამოკითხვას ეხება. ჩვენ სულ რამდენიმე მოწმე დაგვრჩა, მათ შორის არიან ის ბრალდებულები,რომლებიც ახლა უნდა მოვინახულოთ ციხეში. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებსაც ბრალი ედებათ იმაში, რომ მათ გადამალეს ერთ-ერთი მსჯავრდებული. ჩვენ სწორედ ამ კუთხით გვექნება კითხვები. პრაქტიკულად, ამის შემდეგ კომისიის მიერ ჩატარებული მუშაობა ამოიწურება ახსნა-განმარტებების მიღების ნაწილში და გადავალთ საბოლოო დასკვნის შექმნის პროცესზე," - განაცხადა კაპანაძემ.

დღის ამბები