23 აპრილი 2024,   17:15
ვრცლად
ბავშვებით მოვაჭრე ქართველი - სამართალდამცავებმა 40 წლის ნინო ინაიშვილი იმ დროს აიყვანეს, როდესაც ის 4 დღის ჩვილ გოგონას ყიდიდა

ბავშვებით მოვაჭრე ქართველი - ათენში ჩატარებული სპეცოპერაციისას ფაქტზე დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ახალშობილს ყიდიდა.

სამართალდამცავებმა 40 წლის ნინო ინაიშვილი იმ დროს აიყვანეს, როდესაც ის 4 დღის ჩვილ გოგონას ყიდიდა. ბავშვებით ვაჭრობის სქემა პოლიციის ოფიცრებმა გაშიფრეს, რომლებმაც ნინო ინაიშვილს თავი ბავშვის ყიდვის მსურველებად გააცნეს.

ბერძენი სამართალდამცველების მტკიცებით, ქართველ ქალს მყიდველებსა და გამყიდველებს შორის შუამავლის ფუნქცია ჰქონდა.

ნინო ინაიშვილის დედა ადასტურებს, რომ მისი შვილი წლებია, საბერძნეთში ხელოვნური განაყოფიერების ცენტრში მუშაობს და მთავარი მოვალეობა სწორედ სამედიცინო დაწესებულებაში მისულ კლიენტებთან ურთიერთობაა.

ქართველის დაკავების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს საქართველოს საელჩო.

საბერძნეთში საქართველოს ელჩი აცხადებს, რომ ბერძენმა სამართალდამცველებმა ქართველ დიპლომატებს უკვე მიაწოდეს.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქესთან ერთად, სპეცოპერაციის დროს დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ 8 წვერი. ისინი ბულგარეთის მოქალაქეები არიან.

დაკავებულებს შორის ერთ-ერთი ფეხმძიმე ქალია. ბერძენი სამართალდამცველების მტკიცებით, ის ჩვილის გაყიდვას მშობიარობისთანავე გეგმავდა. ბინების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 9 ათას ევროზე მეტი.

 

 

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე 

დღის ამბები