25 აპრილი 2024,   07:33
ვრცლად
შეცვლილი ვარგისიანობის ვადა, გაყალბებული შეფუთვა და დოზები - ჰემოფილიით დაავადებულთა გაყალბებული სამკურნალო მედიკამენტი

წამალი, რომელიც ჰემოფილიით დაავადებული ბავშვებისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შესაძლოა, მათთვის სასიკვდილო განაჩენი აღმოჩნდეს. ჰემოფილიით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდების სამკურნალო მედიკამენტი საწყობში გადაფუთეს და მოხმარების ვადები შეუცვალეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ პრეპარატს, რომელიც ჰემოფილიით დაავადებული პირების მკურნალობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ვადები შეუცვალეს, არამედ გააყალბეს დოზების აღმნიშვნელი ეტიკეტიც.

შეფუთვის ფაბრიკაციის შემდეგ მედიკამენტი ემოკლოტი საქართველოდან ექსპორტზე გასატანად გაამზადეს, გაყალბებული მონაცემები კი მებაჟემ აღმოაჩინა.

მილიონ ლარამდე ღირებულების მედიკამენტი ანტისანიტარიულ პირობებში თბილისის ფარმაცევტული ქარხნის საწყობში ინახებოდა.

ქარხნის მენეჯმენტი პასუხისმგებლობას იხსნის და ამბობს, რომ წამლები, რომლის შეფუთვაც გააყალბეს, კომპანია ტესტ ვოლსეილს ეკუთვნოდა. შპს კი მათგან ფართს ქირაობდა.

ქარხანაში გვაჩვენეს ის სივრცე, სადაც, მათი თქმით, დამქირავებელ კომპანიას პრეპარატები ჰქონდა შენახული, თუმცა, მათ მიერ ნაჩვენები საწყობი საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ კადრებში ნაჩვენებ საწყობს არ ჰგავს.

ჰემოფილიიით დაავადებული ბავშვების სამკურნალო მედიკამენტებისთვის ყალბი ეტიკეტების დაბეჭდვა, კურიერის ინფორმაციით, კომპანია ტესტ ვოლსეილმა გამომცემლობა გრიფონს დაუკვეთა. დღეს სტამბაში ფარმაცევტულ კომპანიასთან თანამშრომლობა უარყვეს და თქვენს, რომ მედიკამენტების ეტიკეტებს საერთოდ არ ბეჭდავენ.

პრეპარატი ემოკლოტი, რომელსაც გენეტიკური სისხლდენის სამკურნალოდ იყენებენ, ტესტ ვოლსილს ექსპორტზე უზბეკეთის რესპუბლიკაში გაჰქონდა.

 

დღის ამბები