20 აპრილი 2024,   02:30
ვრცლად
"არა ოკუპაციას," Stop Russia - "ევროპულმა საქართველომ" ოკუპაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება ლეღვთახევში მოაწყო

რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავსა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება მხარდამჭერებთან ერთად გამართა "ევროპულმა საქართველომ." ლეღვთახევში შეკრებილ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა ენახა ვიდეო კადრები, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შესახებ. ჰაერში გაუშვეს ფრანებიც წარწერებით "არა ოკუპაციას" და "stop russia." 

„დღევანდელი აქციით ვაპროტესტებთ რუსეთის ორასწლოვან ბრძოლას ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ბრძოლა დაიწყო 1801 წელს საქართველოს პირველი სამეფოს ანექსიით, შემდეგ იყო ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება, 1921 წელი, 9 აპრილი, 2008 წელი, ეს ყველაფერი არის 200 წლოვანი ბრძოლა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ამიტომ, გვინდა, მკაფიოდ ვთქვათ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველო და ქართველები არასდროს შევეგუებით ოკუპაციას,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ჰაერში გაუშვეს ფრანებიც წარწერებით - "არა ოკუპაციას" და "Stop Russia."

დღის ამბები