22 აგვისტო 2018,   09:49
ვრცლად
აშშ არასოდეს შეეგუება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას - მაიკ პომპეო 

"შეერთებული შტატები არასოდეს შეეგუება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მომავალშიც დაეხმარება მას იმ გამოწვევების დაძლევაში, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 10 წლის შემდეგაც არსებობს," - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გიორგი მარგველაშვილთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომელიც თავად პომპეოს ინიციატივით შედგა.

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სამშვიდობო ინიციატივებს და კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისკენ მიმართულ ძალისხმევას.

გიორგი მარგველაშვილმა იმ მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც განსაკუთრებით იგრძნობა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან.

მათ ნატო-ს სამიტზე მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციის კონკრეტულ გზებზეც ისაუბრეს.

 

დღის ამბები