16 აპრილი 2024,   17:24
ვრცლად
"გიჟი პრეზიდენტის ახირება, თუ რაღაც უცნაური გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან,"- სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომზე საუბრობს

"გიჟი პრეზიდენტის ახირება, თუ რაღაც უცნაური გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან," - ასე აფასებს სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომს და ისევ საქართველოს ადანაშაულებს.

პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, 10 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს კვალიფიკაცია უნდა მიენიჭოს და როგორც ზურაბიშვილი ამბობს, ამას "უგუნურობა" ჰქვია. მისი თქმით საქართველოს დახმარებას ვერავინ ვერ ჰპირდებოდა, ჩვენი ხელისუფლება კი აგრძელებდა საომარ მოქმედებებს.

„თუ თქვენ გინდათ კვალიფიკაცია, იმის თუ რა მოხდა, მაშინ მე სხვანაირად დავსვამ ამ კითხვას: როგორი კვალიფიკაცია უნდა მივცეთ იმ მოვლენებს, როცა დაიწყო საომარი მოქმედებები, იმ დროს როცა საქართველოს არანაირი უპირატესობა არ ჰქონდა. იმ დროს, როცა საქართველო იყო გაფრთხილებული, თავისი ყველა მოკავშირეებისგან, რომ სამხედრო ნაბიჯი არ გადაედგა და გაფრთხილებული იყო, რომ არანაირი დახმარება არ იქნებოდა, როცა შენ დახმარების იმედი არ გაქვს, როცა შენ უპირატესობა არ გაქვს, როცა მოულოდნელობის ფაქტორი შენს მხარეს არ არის, რომ შენ სიურპრიზით იმოქმედო, როცა ეს ყველაფერი არის სახეზე, იმ მომენტში პროვოკაციაზე აყოლება და შენ ტერიტორიაზე, შენ მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყება, ამას რა ჰქვია? უგუნურობა, გიჟი პრეზიდენტის ახირება თუ რაღაც უცნაური და გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან. ეს არის ის კითხვა, რომელსაც თქვენ უნდა სვამდეთ, რომელზედაც ანალისტები და ჟურნალისტები უნდა ფიქრობდნენ და ეს სიძულვილი, რაც არის ქვეყანაში, რაზედაც ჩემზეც წამოვიდა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, გარწმუნებთ, რომ მზად ვრ ყველაფრისთვის. მაგრამ ჩვენ უნდა დავძლიოთ ეს სიტუაცია, სწორედ ერთად დგომით,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

დღის ამბები