16 აპრილი 2024,   08:35
ვრცლად
ძალიან მალე ისტორიაში პირველად გვექნება ჰააგას სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც იტყვის, რომ რუსეთი არის ოკუპანტი-წულუკიანი

საქართველოს ისტორიაში ძალიან მალე პირველად გვექნება სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც იტყვის, რომ რუსეთი არის ოკუპანტი-ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა. თეა წულუკიანის განმარტებით უამრავი მტკიცებულებაა წარდგენილი ჰააგაში იმის დამადასტურებლად, რომ რუსეთი არის ოკუპანტი.

„ჩვენი პოზიცია არის ერთადერთი, უცვლელი - ეს არის ის პოზიცია, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო, ქართველი ხალხი, მისი მთავრობა და მთავრობის სახელით იუსტიციის სამინისტრო იცავს სტრასბურგში ევროპული სასამართლოს წინაშე და ჰააგის სასამართლოს გამოძიების ფარგლებში. ეს პოზიცია არის შემდეგი, რომ რუსეთმა დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ომი. მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთი შემოესია საქართველოს, მათ შორის ტერიტორიებზე არა მხოლოდ საჰაერო სივრცეში საქართველოს ისტორიაში  ძალიან მალე პირველად გვექნება სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც იტყვის, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. ეს არის ის პოზიცია რასაც მე ვიზიარებ. რომელზეც მყარად დგას ჩვენი მთავრობა. ჩვენი პოლიტიკური გუნდი და მმართველი პარტია. დღეს მე აღარ ვაპირებ რამე კომენტარი ვაკეთო ნებისმიერი ისეთ განცხადებაზე, რომელიც თუნდაც ოდნავ განსხვავდება ამ პოზიციისგან,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ემიჯნება ჯანდაცვის მინისტრიც. დავით სერგეენკო ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მკაფიოდ დააფიქსირა,რომ არც ერთ კანდიდატს, მათ შორის ზურაბიშვილს მხარს არ უჭერს.

„ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა მკაფიო განცხადება ორი დღის წინ, რომ ის არ წარმოადგენს პარტიულ კანდიდატს „ქართული ოცნების“ მხრიდან.  რაც შეეხება იმას ვის დაუჭერს მხარს "ქართული ოცნება" ან ზოგადად საქართველოს მოსახლეობა, ეს დამოკიდებული იქნება ამა თუ იმ კანდიდატის პროგრამაზე, ხედვაზე და მათ ღირებულებებზე,“-განაცხადა დავით სერგეენკომ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები