23 ოქტომბერი 2019,   05:11
ვრცლად
აგვისტოს ომის გმირი, გიორგი ანწუხელიძე მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში გაიხსენეს

აგვისტოს ომის გმირი, გიორგი ანწუხელიძე გაიხსენეს მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში. მემორიალი სამხედრო მოსამსახურეებმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს.

„გიორგისნაირმა ახალგაზრდებმა და ძალიან ბევრმა იმ გმირმა, რომელმაც თავი შესწირა ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლას, დაგვანახეს, რომ ქვეყნისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი,“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ბოტკოველმა.

კომენტარი გააკეთა კახეთის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.  

„დღესაც, მათი ხსოვნიდან, მათი დაღვრილი სისხლიდან გამომდინარე, არც ერთ ქართველს და მთლიანად ქართულ სახელმწიფოს, არ აქვს არანაირი უფლება, რომ შეასუსტოს თავის ძალისხმევა, საქართველოს დეოკუპაციისათვის ბრძოლაში,“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველოს სამხედრო მოსამსახურე, IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი, 2008 წლის ომის დროს, ტყვედ ჩავარდნილი, წამების შემდეგ ოსმა სეპარატისტებმა მოკლეს.

გარდაცვალების შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

დღის ამბები