23 აპრილი 2024,   12:00
ვრცლად
"დაადგინა, რომ მისი სპერმა იყო, გაუპატიურებული, რომ არის ეს არ დაუდგენია" - ადვოკატებს ლორა სმიტის ექსპერტიზის პასუხებზე კითხვები აქვთ

სმიტების ოჯახის სამი წევრის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატები საქმეში არსებულ ბუნდოვანებებზე საუბრობენ. უფლებადამცველები არც მოკლული ლორა სმიტის გაუპატიურებასთან დაკავშირებით ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნას ეთანხმებიან.

მათი თქმით, მოკლულის სხეულზე ბრალდებულის ბიოლოგიური მასალებია აღმოჩენილი, თუმცა ექსპერტიზას არ დაუდგენია, რომ მოკლული ქალი გაუპატიურებულია.

უფლებადამცველების განცხადებით, ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. 

„კითხვის ნიშნებს ბადებს აშკარად იმიტომ, რომ სპერმა თუ იყო, ანუ მარტო კობაურის სპერმა იყო, სხვისი სპერმა იყო, ამაზე პასუხები ჯერ ჯერობით არ არის. დაადგინა, რომ მისი სპერმა იყო, გაუპატიურებული რომ არის ეს არ დაუდგენია. ესეც კიდევ ცალკე კითხვის ნიშანია,“-განაცხადა მალხაზ კობაურის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

დღის ამბები