23 ოქტომბერი 2019,   05:13
ვრცლად
ალბათ მტკიცებულებებით გაამყარა შსს-მ... ეგრე სულელივით ხომ არ დაადებს ბრალს? - ე.წ. სტამბოლის ბაზრის დირექტორი ჭანტურიას დაკავებაზე 

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ე.წ. სტამბოლის ბაზრის დირექტორმა. სწორედ სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე, საკუთარ კაბინეტში მოკლეს გენერალი სამსონ ქუთათელაძე.

ე.წ. სტამბოლის ბაზრის დირექტორი, მამუკა ცხოვრებაძე ადასტურებს, ინფორმაციას, რომელიც დღეს გენერლის მკვლელობის მოტივად დასახელდა. საუბარია სამსონ ქუთათელაძესა და გიორგი ჭანტურიას შორის მკვლელობამდე არსებულ კონფლიქტზე, რომელიც ბაზრის წილებს უკავშირდებოდა. 

„ბევრჯერ ყოფილა აქ, უბრალოდ იმ დღეს მე არ მინახავს, თორემ ბევრჯერ ყოფილა. მაგალითად, ნოემბრის თვეში მოხდა კონფლიქტი, იყო ეგეთი რაღაც. მე როცა შევეკითხე, მეორე დღეს, მე იმ დღეს არავინ არ მინახავს, თქვენც იმ აზრზე დადგებოდით... ერთად შევიდნენ, ადამიანი სიკვდილის წინ ერთად არიან რამდენიმე დროის განმავლობაში, იქ სხვა არავინ არ ყოფილა და არ ვიცი, თქვენ რას იფიქრებთ. ამიტომ ვფიქრობდი და ახლა ალბათ გაამყარა შსს-მ იმუშავა და აქვს რაღაც მტკიცებულებები და ეგრე სულელივით ხომ არ დაადებს ბრალს?“ - აღნიშნა მამუკა ცხოვრებაძემ.

რაც შეეხება თავად მოკლული გენერლის ოჯახის წევრებს, მათ აღნიშნეს, რომ ისინი საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას ნდობას უცხადებენ. მათ ვრცელი კომენტარებისგან თავი შეიკავეს და განაცხადე, რომ ვრცელ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ. 

გიორგი ჭანტურია განმეორებით, მის საცხოვრებელ სახლთან, გუშინ დააკავეს. გამოძიება მას გენერლის მკვლელობას ედავება. 

გამოძიების ინფორმაციით, დაადგინა, რომ ბრალდებული, გიორგი ჭანტურია 15 იანვარს რუსთავში, ე.წ. „სტამბულის ბაზრის“ ადმინისტრაციულ შენობაში გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან ერთად შევიდა.

დღის ამბები