25 აპრილი 2024,   02:39
ვრცლად
"რუსეთის ჰიბრიდული ომი ჩვენს წინააღმდეგ გრძელდება"-პრეზიდენტის ინტერვიუ გაზეთ “ბილდტთან"

რუსეთის ჰიბრიდული ომი ჩვენს წინააღმდეგ გრძელდება - ამ სათაურით აქვეყნებს გაზეთი “ბილდტი” საქართველოს პრეზიდენტთან ინტერვიუს. გავლენიან გერმანულ გამოცემასთან გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს რეგიონების ჰიბრიდული ოკუპაცია 2008 წლის ომამდე გაცილებით ადრე, 90-იან წლებში დაიწყო, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაიბრუნა.

„დღეს საქართველოში მიმდინარე მოვლენები  არის რუსეთის მხრიდან იმპერიული შურისძიების პოლიტიკა ჩვენი საერთო ევროპული კეთილდღეობის და უსაფრთხოების წინააღმდეგ,”-განუცხადა მარგველაშვილმა გამოცემას.  

გიორგი მარგველაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით ოთხოზორია-ტატუნაშვილის შემთხვევები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ჩართულობის გაზრდის აუცილებლობას ადასტურებს.

დღის ამბები