19 აპრილი 2024,   19:52
ვრცლად
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” მედიისთვის მთავრობის სხდომების გახსნას ითხოვს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” მოუწოდებს ხელისუფლებას ღია გახადოს მთავრობის სხდომები ჟურნალისტებისთვის და ის მხოლოდ გამონაკლისს შემთხვევებში დახუროს. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, მთავრობის სხდომების დახურვა ცენტრალური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მანკიერი პრაქტიკაა და ზღუდავს მედიის საქმიანობას მოიპოვოს ინფორმაცია და აკონტროლოს ხელისუფლება.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” სხდომების დახურვისთვის აჭარის მთავრობის ახალ მეთაურსაც აკრიტიკებს. ორგანიზაციის განმარტებით რიჟვაძემ პირველივე სხდომა დახურა, მაშინ როცა ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ბოლო რამდენიმე წელია არც ერთ თავმჯდომარეს არ შეუზღუდავს ჟურნალისტების უფლება დასწრებოდნენ მთავრობის სხდომებს. 

დღის ამბები