19 აპრილი 2024,   13:31
ვრცლად
მსურს მოვუწოდო რუსეთს, რომ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, - მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შედეგებზე ისაუბრა. პრემიერის თქმით, ეს შედეგები არის უმძიმესი და ომიდან 10 წლის თავზე საქართველო რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას უპირისპირებს მშვიდობის პოლიტიკას.

მამუკა ბახტაძემ რუსეთს 2008 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.

„აგრესია, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, მსხვერპლი, ათობით ათასი დევნილი, მოუშუშებელი ტკივილია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ არსებობს სურვილები, რომ აღდგეს საერთაშორისო ურთიერთობები, ამაზე პასუხი, ჩვენი არის ძალიან მარტივი - 2008 წელს ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, შესაბამისად, კიდევ ერთხელ მსურს, მოვუწოდო რუსეთს, რომ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი სამხედრო დანაყოფები საქართველოს ტერიტორიიდან, ეს იქნება სწორედ ყველაზე სწორი სიგნალი იმისთვის, რომ დავიწყოთ ჩვენ ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზება,“ - განაცხადა ბახტაძემ.

დღის ამბები