20 აპრილი 2024,   05:43
ვრცლად
მესამე სექტორის წარმომადგენლები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში - მხარეები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე მსჯელობენ

პრეზიდენტის სასახლეში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად კონსულტაციები განახლდა. პრეზიდენტის მრჩევლებს დღეს სამოქალაქო სექტორი ხვდება. კონსულტაციებში იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ, რომლებიც წლების განმავლობაში სწავლობენ და აკვირდებიან მართლმსაჯულების პრობლემას.

მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სასამართლო სისტემაში დღეს არსებული სიტუაციის ფონზე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად მხოლოდ კარგი იურისტობა და კვალიფიკაცია საკმარისი არ არის.

„აუცილებელია ის, ვინც დასახელდება ჰქონდეს მკაფიო ხედვა სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების გადაჭრასთან დაკავშირებით. ის, რომ იყოს აქტიური, შეეძლოს ღიად საუბარი არსებულ პრობლემებზე და მოტივირებული იყოს, რომ ის გამოწვევები, რომელიც სასამართლო სისტემაში არსებობს დროულად იყოს გადაწყვეტილი,“-განაცხადა საიას თავმჯდომარემ სულხან სალაძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ის მოსაზრებები, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით აქვს. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ დღეს ისინი მოისმენენ რა პოზიცია აქვს მესამე სექტორს კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით.

„კანონში არის საკმაოდ ზოგადი ჩანაწერები. მაგრამ განსაკუთრებით რეალობის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის ძალიან მარალი თანამდებობა ბუნებრივია ჩვენ  გვმართებს ძალიან სერიოზულად იყოს შესწავლილი კანდიდატის  პროფესიული მონაცემები, კეთილსინდისიერებაც და რაც მთავარია მისი უნარი გაუმკლავდეს გაუმკლავდეს იმ ძალიან სერიოზულ გამოწვევებს რომელიც დღეს არის მართლმსაჯულების სისტემაში,“-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
 

დღის ამბები