22 აგვისტო 2018,   09:50
ვრცლად
წულუკიანის ბრალდებები მიზნად ისახავს, ჩაშალოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცესი - ანა ნაცვლიშვილი

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის იმ განცხადებას  პასუხობენ, სადაც მინისტრი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესს გამოეხმაურა. 

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ მინისტრის განცხადება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცესის ჩაშლას ემსახურება.

„ის ბრალდებები, რომელიც გააჟღერა იუსტიცის მინისტრმა, ნათელია, რომ მიზნად ისახავს მხოლოდ ერთ რამეს, ჩაშალოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის ძალიან ღია, ძალიან გამჭვირვალე პროცესი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, მაგრამ ჩვენ არ გავაკეთებთ იმას, რომ შევყვეთ მას კინკლაობაში, რის სურვილიც მას აქვს და პროცესის ჩაშლის,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს თავმდჯომარის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ნინო გვენეტაძემ გადადგომის შესახებ განაცხადა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია თავმჯდომარის შერჩევის მიზნით კონსულტაციებს მართავს და იმედოვნებს, რომ სექტემბერში პარლამენტს უკვე წარუდგენს შერჩეულ კანდიდატს.

 

დღის ამბები