18 აპრილი 2024,   19:03
ვრცლად
მარიხუანას მოხმარების ლეგალიზება - მამუკა ბახტაძის განცხადებას მინისტრთა კაბინეტის ნაწილი ეხმაურება

მინისტრთა კაბინეტის წევრების ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასა და ნარკოპოლიტიკის შესახებ, პრემიერ-მინისტრის განცხადებას აფასებენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, ბრიფინგზე მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

პრემიერმა  შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებს სათანადო ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდა. მამუკა ბახტაძემ უწყებათაშორის ჯგუფს მოუწოდა, რომ რეაბილიტაციის მიმართულებით სპეციალური პროგრამა წარადგინონ.

„სრულიად ახალ სამართლებრივ რეალობას, რომელშიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწვეტილების შემდეგ, ნივთიერება მარიხუანასთან დაკავშირებით აღმოჩნდა ჩვენი სამართლებრივი სისტემა. ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორის საბჭოს დაევალა, რომ ყველა მონაწილე სამინისტროს ჩართულობით დავიწყოთ მოკლე ვადებში შესამუშავებლად მუშაობა სხვადასხვა რეაბილიტაციის პროექტებზე. ჩვენ მზად ვართ, იმისათვის, რომ ამ ახალი რეალობის კვალდაკვალ გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიებს, სამოქმედო გეგმებს, რეფორმებსა და სამომავლო გეგმებს, იმისათვის, რომ როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მარიხუანას გავრცელება ჩვენს ქვეყანაში, დაექვემდებაროს გონივრულ და მაქსიმალურად ყველა ინტერესზე მორგებულ შეზღუდვებს,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო აცხადებს, რომ გადაწყვეტილებამ შექმნა აუცილებლობა, რომ ხელისუფლებამ გააკეთოს სწრაფი რეაგირება, რათა ცვლილებები არ იყოს ზიანის მომტანი.

„სასამართლოს გადაწვეტილებამ შექმნა გადაუდებელი საჭიროება, რომ როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გააკეთოს სწრაფი რეაგირება, იმისათვის, რომ ეს ცვლილებები არ იყოს ზიანის მომტანი და პირიქით სარგებლის,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

დღის ამბები