18 აპრილი 2024,   06:02
ვრცლად
​მოვითხოვ გამოასწორონ შეცდომა და ქუთაისს აღირსონ შემოვლითი გზა - გოგი წულაია ცენტრალურ ავტომაგისტრალზე გზის ცალმხრივ მოძრაობას აპროტესტებს 

"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ქუთაისის შემოვლით გზაზე, ცალმხრივი მოძრაობა გააპროტესტა.

გოგი წულაიას თქმით, გზა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა როგორც ორმხრივი ავტობანი, რაზეც მილიონები დაიხარჯა, თუმცა ირკვევა, რომ გზის რეაბილიტაცია არ დასრულებულა.

წულაია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

„ეს კლასიკური უგუნურება, მილიონობით ლარია გადაყრილი ამ მონაკვეთისთვის... უკვე გაუვალია ჭავჭავაძეზე, გაუვალია გუგუნავაზე და უკვე ქუთაისში კიბოს გაჩენის საშიშროება არსებობს მაღალი გამონაბოლქვების გამო. მოვითხოვ ხელისუფლებიდან, გამოასწორონ შეცდომა და ქუთაისს აღირსონ შემოვლითი გზა,“ - განაცხადა გოგი წულაიამ.

ქუთაისის შემოვლითი გზა 2014 წლის 19 ნოემბერს გაიხსნა.

დღის ამბები