13 დეკემბერი 2018,   20:54
ვრცლად
ხმაური ბათუმის საკრებულოში - ოპოზიციის განცხადებით, დავით აღმაშენებლის ძეგლი "ქართული მარშის" კარნახით იდგმება

ბათუმის საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა. სხდომა პროტესტის ნიშნად "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დატოვეს. მიზეზი ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმის საკითხი იყო. ქალაქის საკრებულოს და მერიას ძეგლისთვის ადგილი უკვე შერჩეული აქვთ.

ძეგლის დადგმას ეწინააღმდეგება ოპოზიცია. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ საკითხი საკრებულომ და მერიამ, სპეციალისტების და ბათუმელების მოსაზრებების გარეშე, „ქართული მარშის“ კარნახით განიხილა.

„საკრებულომ გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ ბათუმელების აზრი საერთოდ არ აინტერესებთ და ჩვენ ზუსტად ეგ შევთავაზეთ, ალტერნატიული წინადადება დავაყენეთ, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ დეკლარილებულად, რომ ბათუმში დაიდგმება აღმაშენებლის ძეგლი და კონკრეტული ადგილი თუ სად ჩაიდგმება ეს ვკითხოთ ბათუმელებს, ურბანისტებს, ხელოვნებათმცოდნეებს და ა.შ, მაგრამ ამ ადამიანებს ბათუმელების აზრი არ აინტერესებს,“- აცხადებს წარმომადგენელი მირდატ ქამადაძე.

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი პატარიძე ამბობს, რომ განცხადება ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით „ქართულმა მარშმა“ შეიტანა, სწორედ პირადი დამოკიდებულების გამო „ნაციონალური მოძრაობა“ საკითხის ირგვლივ ხმაურობს.

დღის ამბები