19 აპრილი 2024,   21:30
ვრცლად
"სჯობდა პროაქტიურად ემოქმედათ და პოლიტიკა განესაზღვრათ" - ოპოზიცია ნარკოპოლიტიკის ირგვლივ შექმნილ ფორსმაჟორულ სიტუაციაზე საუბრობს

საპარლამენტო უმცირესობა მმართველ გუნდს ნარკოპოლიტიკის გამო კიდევ ერთხელ აკრიტიკებს. „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი წერეთელი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა, ხელისუფლებამ კონტრეაქტიული პოლიტიკა დაიწყო.

გიგი წერეთლის თქმით, „ქართული ოცნებას“ დროულად უნდა განესაზღვრა ნარკოპოლიტიკა.

„ჩვენ ახლაც  ვხედავთ შეუთანხმებლობას მუდმივად ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით და ვხედავთ, რომ ახლა არის რეაქტიული პოლიტიკა. ანუ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ახლა ესენი რაღაცას უპასუხებენ. ჯობდა პროაქტიურად ემოქმედათ და პოლიტიკა განესაზღვრათ. ახლა არის ასე ვთქვათ ახალი რეალობა მომხმარებლებთან დაკავშირებით. ეს მარიხუანას ეხება ამ შემთხვევაში. უნდა მოხდეს ამის განხილვა რა ტიპის ცვლილებები შეიძლება იყოს კანონში და რამდენად იქნება ის შესაბამისობაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან,“-განაცხადა გიგი წერეთელმა.

მმართველ გუნდს აკრიტიკებს "ნაციონალური მოძრაობაც“. სალომე სამადაშვილი შექმნილ ფორსმაჟორულ სიტუაციაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ის ასევე საუბრობს იმ ადამიანებზე, რომლებიც ნარკოდამოკიდებულები არიან და არ აქვთ საშუალება ისარგებლონ რეაბილიტაციის სერვისით.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულ ადამიანებს და მათ ოჯახებს არ აქვთ ფაქტიურად არანაირი სერვისი სახელმწიფო მიერ ან კერძო სექტორის მიერ უზრუნველყოფილი, რომელიც ეხმარება ადამიანებს, რომლებიც ასეთ მძიმე ვითარებაში არიან აღმოჩენილი. და ალბათ ეს პროცესი ალბათ შესაძლებლობა იქნება, რომ ჩვენ ვისაუბროთ ესეთ თემებზეც. იმიტომ, რომ ესეც არის მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოების და ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები