25 აპრილი 2024,   08:32
ვრცლად
სექსუალური ძალადობის მცდელობა ტურისტებზე - ბრალდებულ მამაკაცთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა 

ტურისტზე სექსუალური იძულების მცდელობისთვის დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა.

საქმე ეხება შემთხვევას, რომელიც ტობავარჩხილზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული ორ გერმანელ ტურისტს მუხურში დაემგზავრა და ლუგელას ხეობისკენ გააცილა. მოგვიანებით კი სექსუალური კონტაქტის დამყარების მიზნით კარავში შესვლა სცადა, თუმცა ტურისტებმა 112-ში დარეკეს.

ადვოკატის თქმით, მამაკაცი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო და აღიარებს დანაშაულს. მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ის ციხეში 3 თვეს გაატარებს, 7 თვეს კი პირობითი მსჯავრი ექნება. 

„ბრალდებულთან დაიდო საპროცესო შეთანმხება დაზარალებულის ინტერესის სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელების მიზნით. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ. სასჯელის ზომად , რეალურ სასჯელთან ერთად განესაზღვრა პირობითი მსჯავრი,“-განაცხადა პროკურორმა მაია ჯაბუამ. 

დღის ამბები