25 აპრილი 2024,   13:26
ვრცლად
"მას ციხიდან გამოსვლა მოუწევს და შიშის ქვეშ ვარ" - ოჯახური ძალადობის მსხვერპლი დეა გოშხეთელიანი სახელმწიფოს მის დაცვას სთხოვს

ოჯახური ძალადობის მსხვერპლი დეა გოშხეთელიანი სახელმწიფოს მისი უსაფრთხოების დაცვას სთხოვს.

ახალგაზრდა ქალის თქმით, სასამართლო პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება, ოქტომბერში კი ცხრა თვიანი პატიმრობის ვადა სრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრალის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში ყოფილი მეუღლე საპატიმროს დატოვებს. 

გოშხეთელიანი შიშობს, რომ ამის შემდეგ თავადაც და მისი ოჯახის წევრებიც საფრთხის და ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდებიან. დაზარალებული, შესაბამის უწყებებს სთხოვს, ოჯახური ძალადობის საქმე დროულად და სამართლიანად გამოიძიონ.

„9 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ მას ციხიდან გამოსვლა მოუწევს და შემდეგ რა ზეწოლები განხორციელდება ჩემზე და რა საფრთხის ქვეშ დადგება ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლე მე უკვე ამაზე აღარ ვიცი და შიშის ქვეშ ვარ. მოვითხოვ, რომ მაქსიმალურად ვადებში მოხდეს სასამართლო პროცესებს განხილვა და მისი დანაშაულის ან უდანაშაულობის დადგენა,“-განაცხადა დეა გოშხეთელიანმა

დღის ამბები