"ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდის ვიცე- მერის ბიზნეს საქმიანობის შესწავლას ითხოვს. ოპოზიცია ვიცე-მერს და ქალაქის საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.
ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელმა, გია გულორდავასა და სანდრო სორდიას ბიზნეს-საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით უკვე მიმართა ოლქის პროკურატურას.
წითლიძის მტკიცებით, სორდიამ საკუთარი ოჯახის წევრებს უკანონოდ გადასცა ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის ტერიტორია, რის შემდეგაც მერიამ მშენებლობის ნებართვა გასცა.
მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ ზუგდიდის ბაზრის მოვაჭრეებმაც გააპროტესტეს.
„ვითხოვთ გამოძიების დაწყებას თემაზე, რომ ზუგდიდის ვიცე-მერი გია გულორდავას, საკრებულოს წევრთან იურიდიული კომისიის თავმჯდომარესთან სანდრო სორდიასთან ერთად ცდილობს ზუგდიდის ბაზარში ბიზნესის მოწყობას. კერძოდ, საკრებულოს წევრმა შეძლო ჯერ აღნიშნული ტერიტორიის გადაფორმება შემდეგ იურიდიული კომისიის თავმჯდომარის მამამ შეძლო ექსკლუზიურად მშენებლობის უფლების მოპოვება“-განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ანა წითლიძემ.