25 აპრილი 2024,   02:23
ვრცლად
უამინდობა სამეგრელოში, ძლიერი წვიმის შედეგად სოფელი გაჭედილი დაიტბორა - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს 

უამინდობა სამეგრელოში, ძლიერი წვიმის შედეგად სოფელი გაჭედილი დაიტბორა. ადგილობრივების ინფორმაციით, ვითარება სოფელში რთულია, მოსახლეობა გადაადგილებას ვერ ახერხებს. ადგილობრივები "რუსთავი2"-თან საუბრისას ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ ყურადღებას არ აქცევთ, რადგან ვითარების შესწავლით არავინ დაინტერესებულა. 

"რთული სიტუაციაა, ყურადღებას არავინ გვაქცევს. 2 მიცვალებულია სოფელში და რომ დავიტიროთ მაგის საშუალებაც კი არ არის. რამდენჯერმე ჩავედით საკრებულოში, გზის გაწმენდისთვის ტექნიკა მოვითხოვეთ, მაგრამ არავითარი ყურადღება არ ყოფილა მათგან,"-განუცხადა "რუსთავი2"-ს ერთ-ერთმა ადგილობრივმა. 

დღის ამბები